ავტორი:

"გმირი პილოტი, რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა...საოცარი ნეკოს მამა" - რა არის ცნობილი ადამიანზე, რომელმაც ქვეყანა ტრაგედიისგან იხსნა

"გმირი პილოტი, რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა...საოცარი ნეკოს მამა" - რა არის ცნობილი ადამიანზე, რომელმაც ქვეყანა ტრაგედიისგან იხსნა

"ნამდვილი გმირი" - სწორედ ასე მოიხსენიებენ მფრინავს, თემურ თოლომაშვილს, რომელმაც დღეს ქვეყანა უდიდესი ტრაგედიისგან იხსნა. თბილისი-ვენის ავიარეისს აფრენიდან მალევე ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თვითმფრინავი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში თბილისის ცაზე დაფრინავდა, საბედნიეროდ, პილოტმა მისი უსაფრთხოდ დასმა შეძლო.

თემურ თოლომაშვილის გმირობის ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის შესახებ ზოგიერთი დეტალი გახდა ცნობილი.

"პატარა დირექტორის გმირი მამიკო! ნეკოს მამიკომ დღეს 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ჩვენი კაპიტანი!" - ვკითხულობთ "ფეისბუქ" გვერდზე - "ნეკოსია", აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გვერდი თოლომაშვილის ცოლს, თამარ მერლანს ეკუთვნის, ნეკო კი წყვილის პატარა შვილს ჰქვია.

"ჩემი ძმა, რძალი, წლინახევრის ძმიშვილი, და ასევე რძლის მამა და ძმა ისხდნენ მაგ რეისში, მადლობა ღმერთს და პილოტს გადავრჩით" - წერენ "ნეკოსიას" გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში.

  • "ფეისბუქში" თოლომაშვილის შესახებ წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, მარიამ ჩხეიძე:

"დღევანდელი დღის გმირი თემურ თოლომაშვილი. გმირი პილოტი, რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა დღეს. შორიდან ვიცნობ თემურს, როგორც საოცარი ნეკოს არაჩვეულებრივ მამას. ნეკოს და მამას ურთიერთობა არის ცალკე ძალიან მაგარი თემა. მკვეთრად "მამიკოს გოგოა." ხშირად მითქვამს რომ ნეკოს ძალიან ძალიან მაგარი მამიკო ყავს. დღეს კი ნეკოს მამა საზოგადოებამ ასე გაიცნო უფრო ახლოს. როგორც გმირი რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

  • თამარ მერლანი და თემურ თოლომაშვილი შვილს ათი წელი ელოდნენ. ამის შესახებ თამარი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს:

"10 წელი ველოდებოდით ნეკოს. შემოდგომის წვიმიან დღეს დაიბადა ჩემი გაზაფხული. განსაკუთრებული გოგოა. თავზე ნიშნით დაიბადა და ვხუმრობთ ხოლმე, რომ უფალმა ვარსკვლავი მოწყვიტა და ჩვენთან გამოუშვა. ნეკო ნამდვილად არის უფლის საჩუქარი. სიკეთით სავსე გოგოა, თვალებში ციმციმა ვარსკვლავებით", - ამბობს თამარ მერლანი.

  • "ჯორჯიან ეარვეისის" განცხადება

ინფორმაციისთვის, მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით "ჯორჯიან ეარვეისმა" განცხადება გაავრცელა:

"დღევანდელი რეისი - A9 681 თბილისი-ვენა - შესრულდა მოგვიანებით. მიზეზი გახდა ტექნიკური პრობლემა, რის გამოც პილოტი იძულებული გახდა 2 საათის განმავლობაში ეფრინა თბილისის თავზე, რათა დაეწვა გარკვეული რაოდენობის საწვავი, სანამ დაეშვებოდა. მადლობას ვუხდით ჩვენს მფრინავებს, თემურ თოლომაშვილს და გიორგი გიუნაშვილს, რომლებმაც მოახერხეს 180 მგზავრით სავსე ხომალდის უსაფრთხოდ დასმა თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე!

ტექნიკური შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავმა მიიღო მწვანე შუქი და შეძლო გაფრენა ვენაში, მხოლოდ 45 წუთის შემდეგ!კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს პილოტებს და ტექნიკურ გუნდს, გაწეული სამსახურისა და პროფესიონალიზმისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.