ავტორი:

"კორონა ეპოქის სიგიჟე" - ჯანდაცვის ოფიციალური პირები მოედანზე და ჩაშლილი მატჩი - რა მოხდა ბრაზილია-არგენტინის თამაშის მსვლელობისას

"კორონა ეპოქის სიგიჟე" - ჯანდაცვის ოფიციალური პირები მოედანზე და ჩაშლილი მატჩი - რა მოხდა ბრაზილია-არგენტინის თამაშის მსვლელობისას

ფეხბურთის გულშემატკივრები გუშინ, 5 აგვისტოს, საფეხბურთო კლასიკის მოლოდინში იყვნენ - მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ბრაზილიისა და არგენტინის დაპირისპირება უნდა გამართულიყო, თუმცა თამაში დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა და მატჩი გადაიდო.

მიზეზი კი ისაა, რომ ბრაზილიური ჯანდაცვის სისტემის ოფიციალურმა პირებმა კოვიდრეგულაციების დარღვევა გააპროტესტეს. მათი ინფორმაციით, არგენტინის ნაკრებში იყო ოთხი ისეთი ფეხბურთელი, რომლებმაც რეგულაციები და კარანტინის წესები დაარღვიეს.

არგენტინელმა ფეხბურთელებმა "კორინთიას არენა" მას შემდეგ დატოვეს, რაც ბრაზილიის ჯანდაცვის სისტემის ოფიციალური პირები მოედანზე თამაშის შესაჩერებლად შევიდნენ.

BBC-ის ინფორმაციით ფეხბურთელები, რომლებმაც რეგულაციები დაარღვიეს ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე სპორტსმენები არიან - ემილიანო ბუენდია, ემილიანო მარტინესი, ჯოვანი ლო სელსო და კრისტიან რომერო.

აღსანიშნავია, რომ მარტინესი, ლო სელსო და რომერო არგენტინის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, თუ როდის გაიმართება მატჩი.

ბრაზილიაში არსებული კოვიდრეგულაციების თანახმად, ვიზიტორებს, რომლებიც იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში 14-დღიანი სავალდებული კარანტინის გავლა ევალებათ.

მომხდარს სოციალურ ქსელში არაერთი კომენტარი მოჰყვა. "კორონა ეპოქის სიგიჟე, აქამდეც მივედით", - წერენ ფეხბურთის გულშემატკივრები.