ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი „კარფური“ ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-9 წელს აღნიშნავს.
13 სექტემბერს „კარფური“ 9 წლის ხდება!
„კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი თბილისი მოლში 2012 წელს გაიხსნა და მას შემდეგ, ბრენდი მომხმარებლებს უკონკურენტო სავაჭრო გამოცდილებით, ხელმისაწვდომი ფასებით და უმაღლესი ხარისხის ახალი პროდუქტებით ამარაგებს ყოველდღიურად.
მთელი ამ დროის განმავლობაში, „კარფური,“ რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ადგილობრივ მომხმარებლებს წვდომას აძლევდა 40, 000-ზე მეტ საკვებ და არასასურსათო პროდუქტზე.
ტრადიციულად, მის ყოველ იუბილეზე, ფრანგული ბრენდი ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებით აჯილდოვებს, რათა გამოხატოს მადლიერება ნდობისა და ერთგულებისათვის. გამონაკლისი არც ეს წელია.
8 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, „კარფური“ მიესალმება მომხმარებელს საქართველოს ყველა ფილიალში, რაც მათ საშუალებას მისცემს შეუერთდნენ ბრენდის საიუბილეო დღესასწაულს და მიიღონ სამახსოვრო პრიზები.
ამ პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ 2 სხვადასხვა გათამაშებაში: MyClub + Mastercard გათამაშება ფილიალებში (8 სექტემბერი - 5 ოქტომბერი) და Carrefour + Wolt გათამაშება ონლაინ პლატფორმაზე (8-21 სექტემბერი).
მომხმარებლებს შანსი მიეცემათ, მიიღონ დამატებითი MyCLUB ქულები, მოიგონ საჩუქრები და ისარგებლონ სხვადასხვა შეთავაზებით. ეს ყოველივე აგრძელებს ბრენდის ხანგრძლივ ტრადიციას, თავისი იუბილე მომხმარებლებს მიუძღვნას.
როგორ ჩავერთოთ MyClub & Mastercard გათამაშებაში:
8 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე, მომხმარებლებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ „მაი ქლაბი“ – „კარფურის“ დაგროვების პროგრამა, რათა მიიღონ ექსკლუზიური პრიზების და „მაი ქლაბის“ ქულების მოგების შანსი.
ჯამში გათამაშდება 90 000 პრიზი.
ამ პერიოდის განმავლობაში, MyCLUB– ის ყველა მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს კარფურის საიუბილეო გათამაშებაში. პრიზები იბეჭდება ქვითარზე წარწერით "გამარჯვების შანსი". მომხმარებელს დაუსვამენ მარტივ კითხვას და სწორი პასუხის შემთხვევაში მათ გადაეცემათ განსაკუთრებული საჩუქრები.
თუ MyCLUB -ის მომხმარებელი კარფურში შოპინგისას თანხას Mastercard– ით გადაიხდის, მას დამატებით ექნება შანსი მოიგოს საყოფაცხოვრებო ტექნიკა როგორიცაა: ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი, სმარტფონი, ნოუთბუქი, სათამაშო კონსოლი: PlayStation, ფოტოკამერა Instax, ყურსასმენი, Airpod ყურსასმენები, მიკროტალღური ღუმელი, ყავის აპარატი, ბლინების ტაფა, ტოსტერი, უთო, ბლენდერი და სხვა.
Carrefour & Wolt გათამაშება
8 - 21 სექტემბერს, 2 კვირის განმავლობაში, „კარფურის“ პროდუქტების Wolt-ით შეკვეთის შემთხვევაში, ყოველი მეცხრე მომხმარებელი მიიღებს მოგების შანსს.
იღბლიანი მომხმარებლის შეკვეთის შეგროვების შემდეგ, ქვითარზე ამოიბეჭდება მოგების შანსი. საჩუქარი გადაეცემა Wolt– ის კურიერს, რომელიც მას მომხმარებელს შეკვეთასთან ერთად გადასცემს. საჩუქრის მისაღებად, მომხმარებელმა მხოლოდ ერთ მარტივ კითხვას უნდა უპასუხოს.
თამაშდება შემდეგი პრიზები: ლეპტოპი, სმარტფონი, ტაბი, სმარტ საათი, Airpod ყურსასმენები, უსადენო ყურსასმენები, ბლუთუს დინამიკები, სათამაშო კონსოლი PlayStation, ელექტრო სკუტერი და სხვა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მომხმარებლებს კიდევ ერთი განსაკუთრებული სიურპრიზი ელით. Happy Wheel - იღბლიანი ბორბალი. (მხოლოდ ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში).
დღეში რამდენჯერმე დატრიალდება იღბლიანი ბორბალი და ბორბალზე ამოსულ სალაროს ნომერზე მდგარი მომხმარებლის საყიდლები, კარფურის მხრიდან სრულად დაიფარება მოგებული „მაი ქლაბის“ ქულების მეშვეობით.
ჰიპერმარკეტების - ისთ ფოინთი, თბილისი მოლი და ბათუმი-ს იღბლიანი მომხმარებლები დამატებით, ვოლტის 20 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდებიან, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი კარფურის პროდუქციის შეკვეთისას იქნება.
მაშ ასე, გახდით „მაი ქლაბის“ წევრი, ჩაერთეთ „კარფურის“ საიუბილეო გათამაშებაში, აღნიშნეთ ერთგულებისა და მეგობრობის 9 წელი და მოემზადეთ დაუვიწყარი სიურპრიზებისთვის!
R