ავტორი:

ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა - რა გახდა გარდაცვალების მიზეზი

ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა - რა გახდა გარდაცვალების მიზეზი

ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა. აღნიშნული "ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მეზღვაური ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

"გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. გარდაცვლილია ინტოქსიკაციით. აღნიშნული ფაქტის შესახებ, ესპანეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია. სადაზღვევო კომპანია ახორციელებს გადმოსვენების პროცედურებს“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

არსებული ინფორმაციით, ქართველ მეზღვაურთან ერთად ორი თურქი მეზღვაურიც გარდაიცვალა.