ავტორი:

თბილღვინოს ახალი კლიპი ნონა გაფრინდაშვილის წარმატების შესახებ

თბილღვინოს ახალი კლიპი ნონა გაფრინდაშვილის წარმატების შესახებ

ნონა გაფრინდაშვილის ისტორიის შესახებ რამდენიმე დღის წინ „თბილღვინომ“ ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელმაც გამოჩენისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა და მაყურებელი სიამაყით აავსო.

“გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველის, ნონა გაფრინდაშვილის ისტორია მოგვეთხრო მცირე საწყისებიდან საერთაშორისო წარმატებამდე. ნონა გაფრინდაშვილმა შეძლო და გახდა ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცთა შორის,“ – აცხადებენ „თბილღვინოში“.

ვიდეოკლიპში ვხედავთ, თუ როგორ დაიწყო ამბავი ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე და როგორ მივიდა კალიფორნიამდე, ლოუნ პაინამდე, სადაც ყველაფერი გადაწყდა და ისტორია დაიწერა.

ნამუშევარში მთავარი პერსონაჟის ფიქრები, ემოციები და განცდები მხატვრულად არის გადმოცემული და გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარსული ყოველი დიდი წარმატებისთვის, თუ როგორ გაძლიერებს საწყისი წერტილის ცოდნა მიზნისკენ მიმავალ გზაზე, გამარჯვების შემდგომ ახდენილ ოცნებას კი აზრს ანიჭებს და სხვისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა.

"თბილღვინოც“ გადის იმ გამოწვევებით სავსე გზას, რაც მცირე ქვეყნიდან დიდი, საერთაშორისო წარმატების მისაღწევადაა საჭირო - ამ დროისთვის, ბრენდი მსოფლიოს 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია კახეთის რეგიონში 355 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ ვენახებს ფლობს და უძველესი ქართული ვაზის ჯიშების გავრცელებასა და ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

„ჩვენი მიზანია, მეტად გავცდეთ საქართველოს ფარგლებს და ქართულ ღვინოს მსოფლიო ცნობადობა მოვუტანოთ. ამ კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება კი 2020 წელს ლონდონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე The International Wine Challenge, საუკეთესო ღვინოებს შორის „თბილღვინოს“ საფერავის მიერ მოპოვებული ჩემპიონი წითელი ღვინის ტიტულია, რაც ქართული ღვინის ისტორიული გამარჯვებაა“ – აცხადებენ კომპანიაში.

საერთაშორისო აღიარების კუთხით, არც მიმდინარე წელი იყო გამონაკლისი. „თბილღვინომ“ 2021 წელს, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებზე: International Wine Challenge, International Wine & Spirits Competition და Decanter, 47 ჯილდო მოიპოვა.

ვიდეოკლიპის კონცეფცია და სცენარი სააგენტომ „Hans & Gruber“ შექმნა, კლიპის გადაღებაზე კი „კიო ფროდაქშენმა“ რეჟისორ დათო ბორჩხაძესთან ერთად იმუშავა.

R