ავტორი:

"რამდენად შეძლებს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლების მზარდი ანტიდასავლური ნაბიჯების შემთხვევაში კვლავაც ასეთი პრინციპული პოზიციის გამოხატვას?" - ექსპერტი

"რამდენად შეძლებს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლების მზარდი ანტიდასავლური ნაბიჯების შემთხვევაში კვლავაც ასეთი პრინციპული პოზიციის გამოხატვას?" - ექსპერტი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარის თქმას გაუგებარი ნაბიჯი უწოდა. "გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს. რამხელაც უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც "კოვიდმა" მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და რის შემცირებასაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული სესხი 75 მილიონი ევროს ოდენობით", - განაცხადა მან. ამ თემაზე ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- პრეზიდენტი საკმაოდ ხისტი და მკაცრი იყო. ბევრი ამბობს, რომ მან ამგვარი მკვეთრი პოზიციის გამოხატვა დააგვიანა და ასეც არის, მაგრამ ქვეყნისთვის სახის შენარჩუნებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ. სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ღიას ტოვებს დიალოგის დერეფანს დასავლეთთან ურთიერთობაში, რაც ასე აუცილებელია. რამდენად სტაბილური იქნება ის ამ მისწრაფებაში, რამდენად შეძლებს საქართველოს ხელისუფლების მზარდი ანტიდასავლური ნაბიჯების შემთხვევაში კვლავაც ასეთი პრინციპული პოზიციის გამოხატვას ან როგორ გაუძლებს, თუ მასზე ისეთივე მასირებული შეტევა დაიწყო "ქართულმა ოცნებამ", როგორც გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში მოხდა, ამას დრო გვიჩვენებს.

თუ მომავალ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებლად გაიმარჯვა, მივიღებთ უფრო აგრესიულ "ქართულ ოცნებას", მით უფრო მან აშკარად აჩვენა, რომ დასავლეთის აზრის გათვალისწინებას დიდად აღარ აპირებს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდგომ დასავლეთთან ურთიერთობის დალაგება სცადონ კიდეც. ისეც არ არის, რომ "ოცნება" ვერ აცნობიერებდეს დასავლეთის ფინანსური დახმარების მნიშვნელობას.ნიშანდობლივი იყო პრეზიდენტის აქცენტი ავღანეთში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების საჭიროებაზე. მან თქვა, ახლა განსაკუთრებით გვჭირდება უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები და დასავლეთის მხარდაჭერაო, რაზეც საქართველოში ნაკლებად ფიქრობენ.

ამაზე დიდად არც ხელისუფლება ნერვიულობს და არც ოპოზიცია, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, ამ ქვეყნის დამატებით თავსატეხად იქცა.ყოველივეს ფონზე უაღრესად საინტერესოა ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი დოქტრინა. ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არის სახეცვლილება ტრამპის ხედვისა - ამერიკა უპირველეს ყოვლისა! აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლებაც იმ პოლიტიკას აგრძელებს, რომ აშშ აღარ ჩაერიოს იმ ქვეყნების შიდა საქმეებში, რომლებსაც თვითონ არ სურთ ცვლილებები და ტრანსფორმაცია. ავღანეთიდან გამოსვლა ჯო ბაიდენმა სწორედ ამით ახსნა.ეს ყველაფერი ჩვენთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ავღანეთი საქართველოს ანალოგად არ გამოდგება, თუნდაც იმიტომ, რომ ფინანსურად სად ავღანეთში გაწეული ხარჯი და სად საქართველო, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ დღევანდელ საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და უკეთესი სახელმწიფოს აშენების მოსურნეთა რიცხვი ძალიან შემცირებულია, განსაკუთრებით პოლიტელიტაში. წაიკითხეთ სტატია სრულად