დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ქართველ მკითხველს საშუალება ექნება მე-11 ტომს გაეცნოს და გაჰყვეს ქართველთა კვალს გერმანიაში. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15.50 ლარი.
შეგახსენებთ, რომ "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტია, რომელიც 12 ტომს აერთიანებს. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში.
ამ მნიშვნელოვანი გამოცემისათვის გიორგი კალანდია მასალას მსოფლიოს მასშტაბით 10 წლის განმავლობაში აგროვებდა. წიგნში საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები და მოღვაწე ქართველების შესახებ მოცემული ინფორმაცია გამდიდრებულია უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით.
წიგნის შეძენა შეგიძლიათ პრესის
გავრცელების ჯიხურებსა და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.