ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, "ფეისბუქის" პირად გვერდზე, წყალტუბოში "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის იმ კანდიდატების სიას აქვეყნებს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არიან და წერს:
"ოცნების" საარჩევნო სია წყალტუბოში:
1. მერობის კანდიდატი გენადი ბალანჩივაძე, - ნაციონალური მოძრაობის შტაბის თავჯდომარე. 2010 წელს ცდილობდა გამგებლობას ვანო მერაბიშვილის გავლენებით.
2. კობა გურეშიძე - 2010-2014 წლების საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან. 2013 წელს ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გახდა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე.
3. ვეფხია ბანძელაძე - 2006 - 2010; 2010- 2014 წლების მოწვევის, საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან.
4. მამუკა ჩხეტიანი - ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი წყალტუბოში. ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე რესურცენტრის ხელმძღვანელი.
5.ჯეირან ომანიძე 2006-2010 წლების საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან.
6. ზურაბ მამარდაშვილი - 2010-2014 წლების საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან.
მოკლედ, თუ არ გინდათ წყალტუბოში "ნაციონალები" მოვიდნენ ხელისუფლებაში, შემოხაზეთ ნომერი - 5." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი