ავტორი:

დაუჭერს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას - რა განაცხადა მინისტრმა?

დაუჭერს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას - რა განაცხადა მინისტრმა?

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს.

"დიახ, ჩვენ, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას, როგორც ამას მოქალაქეებს დავპირდით, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მათ გადაადგილება შეძლონ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხვალ მოვისმენთ შრომითი ინსპქციის მხრიდან იმ ეფექტური ღონისძიებების შესახებ, რომელიც შეიძლება გატარდეს სატრანსპორტო საშუალებებში, რათა იქ არ მოხდეს გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელება და არ დავუბრუნდეთ იმ საწყისს, საკმაოდ ცუდ ნიშნულს, რომელზეც ვიყავით“, - განაცხადა ტიკარაძემ "რუსთავის 2“-ის ეთერში.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდეა გახანგრძლივებული.