ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში Android & iOS ლაბი USAID Georgia Economic Security Program-ის დაფინანსებითა და მხარდაჭერით გაიხსნა. რეგიონში პირველი ლაბორატორია სრული დაფინანსებით გადაამზადებს ბენეფიციარებს და დაეხმარება საერთაშორისო სერტიფიცირებაში.
6 თვიანი გადამზადება 13 სექტემბერს დაიწყება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ iOS/android ლაბში ბენეფიციარებს პრაქტიკული მოდულების გავლისა და სხვადასხვა პროექტზე მუშაობის შესაძლებლობა ეცემათ. პროექტში მონაწილეობას 50-მდე ბენეფიციარი მიიღებს და მათი შერჩევა რეგისტრაციისა და ინდივიდუალური გასაუბრების მეშვეობით მოხდება.
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას.
ორივე კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან iOS/Android პროგრამირების ძირითად მახასიათებლებს, რათა შეძლონ საკუთარი აპლიკაციის არქიტექტურისა და გადაწყვეტების განსაზღვრა, ამოცანის დასმა და მისი გადაჭრისთვის საჭირო რესურსების მოკვლევა / იდენტიფიცირება. სტუდენტებს შეეძლებათ შექმნან მცირე და საშუალო ზომის აპლიკაცია სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.
Android კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:
1. Android studio-ს გარემოში მუშაობა2. Kotlin პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა3. Android-ის აპლიკაციების შექმნა4. აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება5. აპლიკაციის Play Store-ზე განთავსება
iOS კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:
1. Xcode IDE-ს გარემოში მუშაობა
2. Swift პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა
3. iPhone-ის და iPad აპლიკაციების შექმნა
4. აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება
5. აპლიკაციის App Store-ზე განთავსება
პროექტის მიზანია საქართველოში ios/android სისტემების პოპულარიზაცია, ამ მიმართულების დეველოპერების კვალიფიკაციის ამაღლება და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებაში ხელშეწყობა.
R