ავტორი:

88 წლის ასაკში ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კარიერის მანძილზე ბელმონდოს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ფილმმა "პროფესიონალი". კინოვარსკვლავი 1989 წელს საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - "სეზარის" გამარჯვებული გახდა, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში "ბედით განებრივებული".

2011 წელს, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, კანის კინოფესტივალზე ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დააჯილდოვეს.

ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს ითვლის. მას მონაწილეობა 80-ზე მეტ ფილმში აქვს მიღებული.