ავტორი:

პატიმრობა კორონავირუსის გავრცელების გამო - ვიეტნამში მამაკაცს "საშიში ინფექციური დაავადების" გავრცელებისთვის ხუთი წელი შეეფარდა

პატიმრობა კორონავირუსის გავრცელების გამო - ვიეტნამში მამაკაცს "საშიში ინფექციური დაავადების" გავრცელებისთვის ხუთი წელი შეეფარდა

ვიეტნამში 28 წლის მამაკაცს კარანტინის წესების დარღვევისა და კორონავირუსის გავრცელებისთვის სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი დამნაშავედ ცნეს "საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელებაში".

ვიეტნამი კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებული ისტორიის ქვეყნად მიიჩნეოდა და ამას ხელისუფლება მიზნობრივი მასობრივი ტესტირების, კონტაქტების კვალის მოძიებით, მკაცრი სასაზღვრო შეზღუდვებითა და კარანტინის წყალობით აღწევდა.

თუმცა აპრილიდან ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. ქვეყანაში კორონავირუსის 536 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 13 385 ადამიანი გარდაიცვალა, უმეტესობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.