ავტორი:

"ორჯერ ვარ ფაიზერით ვაქცინით აცრილი და ამის დამსახურება მგონია, რომ მსუბუქად და  უსიმპტომოდ გადამაქვს" - თათია შარანგია

"ორჯერ ვარ ფაიზერით ვაქცინით აცრილი და ამის დამსახურება მგონია, რომ მსუბუქად და  უსიმპტომოდ გადამაქვს" - თათია შარანგია

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია და მისი შვილი ანდრია კორონავირუსით დაინფიცირდნენ, რის შესახებაც თათიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა:

"როგორ ჩუმადაც მობრძანდა, ისე ჩუმად წავაბრძანებ".

თათია კოვიდის მიმდინარეობას და სიმპტომებს "ინსტაგრამის" გამომწერებს უზიარებს:

"იმდენჯერ ვიყავი კოვიდკონტაქტი და არ დამემართა, ვამბობდი, - გიჟებს კოვიდი არ ემართებათ -მეთქი, მაგრამ ახლა მეც მომაკითხა და დარწმუნებული ვარ, რომ ერთმანეთს ძალიან მარტივად დავემშვიდობებით. ორჯერ ვარ ფაიზერით ვაქცინით აცრილი და ამის დამსახურება მგონია, რომ მსუბუქად და უსიმპტომოდ გადამაქვს.

მე და ჩემი შვილები ვიყავით კოვიდკონტაქტები, ანდრიუშას ჰქონდა სიცხე, იმ ღამესვე დავტესტეთ, დადებითი იყო, მერე მე რომ მსუბუქად მიღიტინებდა ყელში, დავიტესტე და აღმოჩნდა, რომ მეც კოვიდდადებითი ვიყავი. ეჭვი მაქვს, რომ რადგან აცრილი ვარ, უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

ყველაზე მთავარია, კოვიდმა ემოციურ და ფსიქოლოგიურ დონეზე არ გვაჯობოს, სხვა შემთხვევაში ბევრად ძლიერები ვიქნებით." - ამბობს თათია