ავტორი:

რატომ უნდა მიირთვათ ლეღვი უფრო ხშირად - დაუჯერებლად სასარგებლო თვისებები, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით

რატომ უნდა მიირთვათ ლეღვი უფრო ხშირად - დაუჯერებლად სასარგებლო თვისებები, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით

ლეღვი ყველგან არ ხარობს, მისი ტრანსპორტირება კი თითქმის შეუძლებელია: მკვახედ მოკრეფილი აღარ მწიფდება, მწიფე კი სწრაფად ზიანდება და ტრანსპორტირებას ვერ იტანს.

საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის ჰავას ლეღვი კარგად ეგუება, თითქმის ყველგან ხარობს და გემრიელი ნაყოფით გვანებივრებს. იგი ძალიან სასარგებლოა და ორგანიზმისთვის საჭირო უამრავ მინერალსა და ვიტამინს შეიცავს, თუმცა ბევრი უარს ამბობს ამ შესანიშნავი ხილის დაგემოვნებაზე ფიგურის გაფუჭების შიშით. გირჩევთ, დიეტის დროსაც კი, აუცილებლად ჩართოთ ლეღვი თქვენს რაციონში - ნედლი ხილის სახით ის არც ისე კალორიულია ( 100 გ =62 კ), თუმცა ლეღვის ჩირთან ნამდვილად გმართებთ ზომიერება (100 გ=264 კ).

ცოცხალი ლეღვი შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის გრძნობას. თუ ძირითად კვებას შორის შუალედებში გამუდმებით წახემსების სურვილი გაწვალებთ და გული ძეხვიანი ბუტერბროდისკენ მიგიწევთ, სცადეთ და მის ნაცვლად ლეღვი მიირთვით.

ლეღვში დიდი რაოდენობით რკინაა და იგი რიგ შემთხვევებში ვაშლსაც ანაცვლებს. ასე რომ თუ ანემია გაწუხებთ, აუცილებლად ჩართეთ რაციონში ლეღვი.

ეს შესანიშნავი ხილი კბილის ემალს ამაგრებს, იცავს ღვიძლს. ამიტომ ვინც ალკოჰოლს და ცხიმიან საკვებს ხშირად იღებს, მათთვის ლეღვი წამალიც კია. სწორედ ამ მიზეზით, ლეღვს ხშირად ამატებენ გარნირის სახით ღორის, ცხვრის, იხვის ხორცს...განაგრძეთ კითხვა