ავტორი:

როგორ სჯიდა ერეკლე მეორე დეზერტირებს?

როგორ სჯიდა ერეკლე მეორე დეზერტირებს?
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

ოდითგანვე, თუ რუსეთის პრობლემა "გზები და სულელები" იყო (ამას თავად აღიარებენ), საქართველო კვალიფიციური და პატრიოტი სამხედროების, მზვერავებისა და დიპლომატების ნაკლებობას განიცდიდა. დავით აღმაშენებელის შემდეგ ბევრმა ქართველმა მეფემ სცადა რეგულარული ჯარის შექმნა, მაგრამ - ყოველთვის უშედეგოდ. თავადებს არ სურდათ ყმების ჯარში გაშვება და ამისთვის ყოველგვარ მიზეზს ეძებდნენ. არქივებში შემორჩენილია დოკუმენტები, რომელიც საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ჯარში გაწვევის, დეზერტირთა დასჯისა და კომპენსაციის გადასახდელის ამოღების წესების შესახებ. უთანასწორო ბრძოლებით გაწამებულმა "პატარა კახმა"- ერეკლე II-მ, უშიშარმა მეომარმა და უბადლო მხედართმთავარმა, "მუდამ სახლებლად" "მონაცვლე ლაშქარი" შექმნა. ამისთვის კი ერთთვიანი სავალდებულო სამხედრო გაწვევა შემოიღო. სოფლების მიხედვით წინასწარ შედგენილი სიებით თითოეული მეომარი ვალდებული იყო, წელიწადში ერთხელ, ერთი თვით, თავისი იარაღით (მეფის ბრძანებაში მითითებული იყო: ვინ - თოფით, ვინ- ფარ-ხმლით, ვინაც -შუბით), სურსათ-სანოვაგით, ცხენით თუ ქვეითად გამოცხადებულიყო "გამწვევ პუნქტში".

ერეკლეს ბრძანების შესრულების კონტროლი იასაულებს ევალებოდათ და თუ ცხენი ან კაცი დააკლდებოდათ, "მათ გარდეხდევინებოდათ". ეტყობა, დეზერტირობამ იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ 1768 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ ბრძანებაში ერეკლე მეფე იასაულ რევაზ ამილახვარს "დაკლებული კაცების დარბევას" ანუ "ფინანსურ სანქციებს" - ფულის ამოღებას ავალებს. მაგრამ "მონაცვლე ლაშქარში" გაწვევა და იქ დისციპლინის დაცვა მუდმივი თავსატეხი ყოფილა. ამიტომაც ერეკლე II-ის ბრძანებით, 1773 წელს "მორიგე ჯარი"- რეგულარული არმიის ერთ-ერთი ვარიანტი შეიქმნა. გაწვევის პირობები აქაც ანალოგიური იყო, ხოლო დეზერტირების დასჯა უფრო გამკაცრდა. პირველ შეკრებაზე 5000 მეომრამდე გამოცხადებულა, რაც იმ დროისთვის ცუდი შედეგი არ იყო. "მორიგე ჯარს" ბატონიშვილი ლევანი სარდლობდა. გააგრძელეთ კითხვა