ავტორი:

დაპირისპირება პარლამენტთან - "სტენსილი" დაგვალეწეს თავზე, პულივიზატორები მოგვპარეს"

დაპირისპირება პარლამენტთან - "სტენსილი" დაგვალეწეს თავზე, პულივიზატორები მოგვპარეს"

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე "დროას", სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები და 20 ივნისს დაზარალებულები იმყოფებიან.

როგორც "დროას" წარმომადგენელი აღნიშნავს, ისინი პლენარულ სხდომაზე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტის განხილვას აპროტესტებდნენ. როგორც პარტია "დროას" წევრი აღნიშნავს, 20 ივნისის ამნისტია არ უნდა შეეხოს იმ პოლიციელებს, რომლებმაც "ადამიანებს თვალები დათხარეს ".

სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე წარწერის გაკეთებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.

“შიგნით აფორმებენ, რომ 20 ივნისის ამნისტია შეეხოს იმ პოლიციელებს, ვინც თვალები დათხარა ადამიანებს. ამის გასაპროტესტებლად მოვედით აქ, გვინდოდა პულივიზატორით სტენსილი გაგვეკეთებინა "არა ოკუპანტის ამნისტიას - 20 ივნისი" ის სტენსილი დაგვალეწეს თავზე, პულივიზატორები, რაც გვქონდა, მოგვპარეს",-აღნიშნავს პარტია "დროას" წევრი.