თურქეთში კორონავირუსის „მიუ“ შტამის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცივს მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯა ავრცელებს.
„ამ ეტაპზე ჩვენ არ განვიხილავთ დამატებითი ზომების შემოღების შესაძლებლობას, რადგან ამ ორი შემთხვევის გარდა, ჯერჯერობით „მიუ შტამით“ დაინფიცირების სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა მან.
მისნისტრის თქმით, ამჟამად თურქეთში ინფიცირების 90%-ზე მეტი „დელტა“ ან დელტა პლუს შტამებზე მოდის.
შეგახსენებთ, პირველ სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალ ვარიანტს აკვირდება, რომელსაც ბერძნული ანბანის ასოს, „მიუს“ სახელწოდება აქვს მინიჭებული. „მიუ“ ვარიანტი აქამდე სამხრეთ აფრიკისა და ევროპის ქვეყნებში იყო დაფიქსირებული.