ავტორი:

3 რჩევა ექიმისგან იმისთვის, რომ კოვიდის დროს ან მის შემდგომ დარჩენილი მშრალი ხველა დაძლიოთ

3 რჩევა ექიმისგან იმისთვის, რომ კოვიდის დროს ან მის შემდგომ დარჩენილი მშრალი ხველა დაძლიოთ

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე მორიგს ვიდეობლოგს აქვეყნებს, სადაც მაყურებელს ასწავლის გზებს თუ როგორ უნდა მოაგვარონ კოვიდის დროს ან შემდგომ დარჩენილი მშრალი ხველის პრობლემა.

გიორგი ღოღობერიძე:

"კოვიდის შემდეგ ბევრ ადამიანს წუხებს მშრალი ხველის პრობლემა, ზოგს კოვიდის დროსაც აქვს ეს სიმპტომი. საქართველოში გამოყენებული ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები ხშირად ვერ აგვარებს ამ პრობლემას. ხშირად გაიგონებთ, რომ ადამიანები ამბობენ, რომ დალიეს ხველის საწინააღმდეგო წამლები, მაგრამ არ ეშველათ.

თუ ხველა კოვიდის დროს დაგეწყოთ და ერთი თვე არ აგილაგდა, იმის ალბათობა რომ ეს 6-9 თვე გაგრძელდეს ძალიან დიდია.

რჩევა პირველი - მიიღეთ ამ დროს საკმარისი რაოდენობის სითხე, რადგან როდესაც ორგანიზმში ტემპერატურა მაღალია, სითხე ორქთლდება, ამ დროს კი სასუნთქი გზები შრება და ადამიანი იწყებს ხველას.

რჩევა მეორე - ორთქლის ინჰალაცია, ეს არის იდეალური გზა, ვიდრე ხველის დამთრგუნავი პრეპარატები. აადუღეთ წყალი, გადაიფარეთ თავზე სპეციალური ნაჭერი და ისუნთქეთ ისეთი მანძილიდან, რომ სახე არ დაგეწვათ.

რჩევა მესამე - მიირთვით თაფლიანი ჩაი. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ ერთ წლამდე ბავშვებში თაფლის მიცემა აკრძალულია. თუ გინდათ, რომ თაფლიანი ჩაი ეფექტური იყოს, ასევე შეიძლიათ დაუმატოთ პიტნა. ლიმონსაც თუ დაუმატებთ, თქვენ მიიღებთ ხველის საწინააღმდეგო იდეალურ კოქტეილს.

აქვე გაითვალისწინეთ, რომ მშრალი ხველის დროს, სადაც თქვენ ხართ ოთახში, არ უნდა მოიხმარდნენ ნიკოტინს, რადგან თქვენთვის ძალიან ცუდია.

ასევე კარგია, თუ ძილისას ერთ ბალიშს, მეორეს დაუმატებთ, ეს შეგიჩერებთ რეფლუქსს და ხველა შემცირდება.

თუ ნახველი გიგროვდებათ, თბილ წყალში ჩაყარეთ მცირეოდენი მარილი და გამოივლეთ ხახაში, მოგაშორებთ ლორწოს და შეგიმცირებთ ყველას...“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.