ავტორი:

ციფრული წიგნიერების დონის ასამაღლებლად ბავშვებს შორის, BTU ახალ პროექტს აანონსებს

ციფრული წიგნიერების დონის ასამაღლებლად ბავშვებს შორის, BTU ახალ პროექტს აანონსებს

გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, ტესტერი, კიბერჰიგიენა, მეწარმეობა, “Biotech for Kids”, “Nasa For KIDS”, “Microsoft for Kids”, რობოტიქსი, ციფრული წიგნიერება – ეს იმ გადამზადების კურსებისა და ვორქშოფების ჩამონათვალია, რომლებსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს.

უნივერსიტეტის საქმიანობის სტრატეგია არა მხოლოდ საკუთარ სტუდენტებზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებზე, სკოლის მოსაწავლეებსა და აბიტურიენტებზე ზრუნვაა. სწორედ ამ მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან BTU სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად იწყებს პროგრამებს, რომელთა ბენეფიციარებიც სხვადასხვა სასკოლო ასაკის ბავშვებთან ერთად ბავშვთა სახლების აღსაზრდელებიც იქნებიან.

კიბერჰიგიენა მოსწავლეებისთვის – ვორქშოფების სერია, რომელიც კიბერჰიგიენის საკითხებს შეეხება, საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. ვორქშოფების მიზანი კიბერ ეთიკის მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. ეს საკითხი დღეს საქართველოში საკმაოდ აქტუალური გამოწვევაა, რადგან ინტერნეტსივრცეში პირადი მონაცემების დაცვისა და ზოგადად, აღნიშნულის საჭიროების შესახებ ცნობადობა მეტად დაბალია. ვორქშოფების სერიაში საერთო ჯამში 1000–მდე სასკოლო ასაკის ბენეფიციარი ჩაერთვება. ვორქშოფები ევროპის კომისიის ჩართულობითა და მათი დაფინანსებით ჩატარდება.

რობოტიქსი – ვორქშოფი მე–5–მე–8 კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. რობოტიქსის მიმართულებას მსოფლიოს წამყვანი სკოლების გასართობ–შემეცნებითი წრეების რეიტინგებში წამყვანი ადგილი უკავია. რობოტიქსი ბავშვებისთვის სახალისო შესავალია პროგრამირებაში, საჭირო უნარი სამომავლო კარიერული განვითარებისთვის, აყალიბებს პრობლემის გადაჭრის, კრეატიული აზროვნებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების მოფიქრების უნარ-ჩვევებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა რობოტიქსის ვორქშოფის შეთავაზება სკოლის მოსწავლეებისთვის. 20 ბენეფიციარს საშუალება ექნება, დაეუფლოs STEM კონცეფციებს პრაქტიკულ გარემოში, გაეცნოს პროგრამირებას, დიზაინს და შეძლოს საკუთარი რობოტების დამზადება.

ციფრული წიგნიერება – აღნიშნული ვორქშოფი სკოლის მე–9–მე–12 კლასის მოსწავლეებისთვის იგეგმება. ყოველ სემესტრში ერთი ვორქშოფი ჩატარდება და თითოეულ მათგანში 40–მდე ბენეფიციარს შეეძლება მონაწილეობა. ვორქშოფის მიზანი ციფრულ წიგნიერებაზე ცნობიერების ამაღლებაა. ვორქშოფის ფარგლებში საუბარი იქნება 21-ე საუკუნეში ციფრული წიგნიერების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე კარირეული განვითარებისთვის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ფართო საზოგადოებას სხვადასხვა კურსსა და ვორქშოფს სთავაზობს.

NASA for kids - აღნიშნული ვორქშოფი სკოლის მე-3-6 კლასის მოსწავლეებისთვის იგეგმება. ერთკვირიანი ღონისძიების ფარგლებში კოსმოსისა და მზის სისტემის ინტერაქტიული აქტივობებით და თამაშებით შესწავლა ბავშვებს მათთვის სრულიად ახალ სამყაროს გააცნობს. ვორქშოფის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ ააწყონ სხვადასხვა კოსმოსური სისტემა და დააკვირდნენ მათ მუშაობას სიმულაციების საშუალებით.

Microsoft for Kids - ტრენინგი მე-5-8 კლასის მოსწავლეებისთვის იგეგმება. Small Basic-ის საშუალებით მოსწავლეები შეისწავლიან სინტაქსზე დაფუძნებულ კოდირებას, რაც მათ დაეხმარება გადადგან შემდეგი ნაბიჯი კარიერული განვითარებისთვის. Java, JavaScript და და Python–სგან განსხვავებით (რომლებიც მოზრდილთათვის იყო შექმნილი), Small Basic შეიქმნა ბავშვებისთვის. გამარტივებული კოდირების ენა და ინტერფეისი სკოლის მოსწავლეებს მასალის ეფექტურად ათვისებაში ეხმარება. BioTech for Kids – 3-დღიანი ტრენინგის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები (მე-6-8 კლასი) გაეცნობიან ბიოტექნოლოგიების შესავალს და სამომავლო პერსპექტივებს სხვადასხვა ინტერაქტიული თამაშისა და შემეცნებითი აქტივობის მეშვეობით.

მოსწავლეები გაეცნობიან თუ როგორ ხდება რაიმე პროდუქტის ან პროცესის საწარმოებლად ორგანიზმის კომპონენტის ან სხვა ბიოლოგიური სისტემის გამოყენება და რა დატვირთვა აქვს ბიოტექნოლოგიებს მედიცინაში, ფარმაციაში, სოფლის მეურნეობაში და სხვა ინდუსტრიებში სხვადასხვა IT მიმართულების დაინტეგრირებით.

ბიოტექნოლოგიების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია მსოფლიოში, რაც ხაზს უსვამს მის აქტუალურობასა და მეტი კვალიფიციური კადრის აღზრდის საჭიროებას. მეცნიერების ერთ-ერთ განხრას, რომელზეც კაცობრიობის მომავალია დამოკიდებული, ბავშვებისთვის ამ ტრენინგის ფარგლებში სახალისო აქტივობებით იქნება ახსნილი, რათა ადრეულ ასაკშივე გაეცნონ პოტენციურ პროფესიას.

მეწარმეობა – კურსის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები შეისწავლიან, თუ რა არის მეწარმეობა/სტარტაპერობა. კურსის ფარგლებში ისინი გაეცნობიან მსოფლიო ტენდენციებს, წარმატების მაგალითებს, ქართული სტარტაპებს. კურსის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის დაგეგმილია იდეების გენერირება, შემოქმედებითი აზროვნების წახალისება, იდეების გაფილტვრა და ა.შ. მოსწავლეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა შექმნან საინტერესო პროდუქტი ან სერვისი. შექმნის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ბაზრის კვლევას, მომხმარებლის კვლევას და პროტოტიპს.

R