ავტორი:

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე სამგზავრო მიკროავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე სამგზავრო მიკროავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. კომპანია "ინტერტრანსის“ კუთვნილი მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაყავდა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი გზის პირზე განთავსებულ "ლუკიოლის“ ბენზინგასამართ სადგურს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსში მყოფმა ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, დაშავებულები გამოკვლევის მიზნით კლინიკა "რუსთავში“ გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.