ავტორი:

1-ლ სექტემბერს კომპანია "კერხერი“  (Kärcher)  მოხუცთა პანსიონ "სიკეთის ლამპარს" ეწვია და მისი ბინადარი მოხუცები მოინახულა

1-ლ სექტემბერს კომპანია "კერხერი“  (Kärcher)  მოხუცთა პანსიონ "სიკეთის ლამპარს" ეწვია და მისი ბინადარი მოხუცები მოინახულა

1-ლ სექტემბერს კომპანია "კერხერი“ (Kärcher) მოხუცთა პანსიონ "სიკეთის ლამპარს" ეწვია და მისი ბინადარი მოხუცები მოინახულა. კომპანიის მესვეურებმა ბენეფიციარებს საჩუქრად გადასცეს დასუფთავების აპარატები

მოხუცთა სახლი "სიკეთის ლამპარი“ ორ ათეულ წელზე მეტია არსებობს და იქ ამჟამად 40-მდე მიუსაფარი და სოციალურად დაუცველი მოხუცი იმყოფება. პანსიონში ცხოვრობენ და მკურნალობას გადიან საკმაოდ მძიმე კატეგორიის მოხუცები და შეზღუდული უნარების მქონე ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული მზრუნველობა და ყურადღება სჭირდებათ. მოხუცთა სახლის ბენეფიციარების ყოველდღიურ კეთილდღეობაზე, ძირითადად, კერძო ორგანიზაციები ზრუნავენ და მათ ნორმალურ პირობებში ყოფა-ცხოვრებას უზრუნველყოფენ.

"ჩვენთვის და ჩვენი ბენეფიციარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპანია "კერხერისგან“ მხარდაჭერა, მადლობას ვუხდით მათ გულისხმიერებისა დახმარებისათვის. კომპანია "კერხერის“ ტექნიკა საკმაოდ ხარისხიანია და ძალიან მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ პანსიონის ყოველდღიურ საქმიანობაში“, _ ამ სიტყვებით გამოხატა მადლიერება კომპანიის მიმართ პანსიონის დირექტორმა დარეჯან ტატუაშვილმა.

"მოხუცთა და ინვალიდთა თავშესაფარი "სიკეთის ლამპარი“ გახლავთ ის ორგანიზაცია, რომელიც პირნათლად და ერთგულად უძღვება საკუთარ საქმეს, ეხმარება უსახლკარო და შეზღუდული უნარების მქონე მოხუც ბენეფიციარებს. ადამიანების ასეთ კატეგორიას განსაკუთრებული მზრუნველობა, მოვლა-პატრონობა და თანადგომა სჭირდება. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ "სიკეთის ლამპარი“-სთვის გადაგვეცა დასუფთავების ტექნიკა, რომელიც მათ ყოველდღიურ საქმიანობას გაამარტივებდა.

სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი კომპანიის ღირებულებების ნაწილია, რაც როგორც კერძო ბიზნესს და ასევე მსოფლიო ლიდერი ბრენდის წარმომადგენლობას საქართველოში, საშუალებას გვაძლევს მოსახლეობისთვის სასიკეთო საქმე გავაკეთოთ და ხელი შევუწყოთ მსგავსი პროექტების წახალისებას სხვა ბიზნესებისთვისაც“, _ ამბობს კომპანია "კერხერის“ დირექტორი ნიკოლოზ ბათირაშვილი.

ცნობისათვის:

გერმანულ ბრენდ "კერხერს“ (Kärcher ) თითქმის 100 წლის არსებობის ისტორია აქვს და მსოფლიო ლიდერია დასუფთავების ტექნიკის წარმოებაში. .კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა 2016 წლიდან შემოვიდა საქართველოში და აქვთ როგორც პროფესიონალური, ასევე საყოფაცხოვრებო აპარატები.

"კერხერ - საქართველო“ პერიოდულად ახორციელებს მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს და დონაციას სხვადასხვა მიმართულებით. ბრენდისთვის სოციალური პასუხისმგებლობა და აქტივობები მრავალ ათეულ წელს ითვლის მსოფლიოს მასშტაბით. "კერხერის“ პროექტები, გარდა კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლების წმენდისა, რასაც საკუთარი გუნდით და აპარატებით ახორციელებს, ასევე მოიცავს სხვადასხვა სახის სპონსორობას სპორტისა და კულტურის განვითარების მიზნით და ქველმოქმედებას მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. "კერხერ - საქართველო“ სრულად იზიარებს ბრენდის გლობალურ აქტივობებს და პერიოდულად ახორციელებს საქართველოში დონაციას სხვადასხვა მიმართულებით. კომპანია, უმეტეს შემთხვევაში, დასუფთავების კუთხით აქტიურობს და მათი ინიციატივით, წელიწადში რამდენჯერმე ირეცხება სათანადოდ შერჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოს მასშტაბით.

R