ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსა და უკრაინაზეც ისაუბრა.
შარლ მიშელის განცხადებით, ასევე გაცვალეს აზრები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებზე.
"დავადასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. გავცვალეთ აზრები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებთან დაკავშირებით – საჭიროა ნდობის აღდგენა და დიალოგი.
დავგმე ბელარუსის მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ უკანონო მიგრაციის იარაღად გამოყენება“, - წერს შარლ მიშელი „ტვიტერში“.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ავღანეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც განიხილა.