წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, მიტროპოლიტი საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ დროისთვის თავს უკეთ გრძნობს.
„ვრცელდება ინფორმაცია წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე.
როგორც ეპარქიიდან გვაცნობეს, მიტროპოლიტი ზოსიმე გუშინ საღამოს შეუძლოდ გახდა, დღეს დილით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამიტომ იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, კერძოდ, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც მას უკვე ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო კვლევა. გამოირიცხა როგორც ინსულტი, ასევე კორონავირუსი.
ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად მიტროპოლიტი ზოსიმე მკურნალობას განაგრძობს საავადმყოფოში და უკეთ გრძნობს თავს.
ღვთის შეწევნით, მიტროპოლიტ ზოსიმეს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებასა და მხნეობას”, - აღნიშნულია განცხადებაში.