ავტორი:

ფეიერვერკი, ადამიანები დამცავი კოსტიუმებით, აირწინაღებით და ცეკვა ფხენიანის მთავარ მოედანზე - როგორ აღნიშნეს ჩრდილოეთ კორეაში დაარსების 73 წლის იუბილე (ფოტოები)

ფეიერვერკი, ადამიანები დამცავი კოსტიუმებით, აირწინაღებით და ცეკვა ფხენიანის მთავარ მოედანზე - როგორ აღნიშნეს ჩრდილოეთ კორეაში დაარსების 73 წლის იუბილე (ფოტოები)

ჩრდილოეთ კორეამ დაარსების 73 წლის იუბილე ღამის სამხედრო აღლუმით აღნიშნა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ფოტოსურათები, სადაც ჩანს სპეციალურ დამცავ ნარინჯისფერ კოსტიუმებში გამოწყობილი პერსონალი, თუმცა არ ვრცელდება ბალისტიკური რაკეტების ფოტოები.

საინფორმაციო სააგენტო KCNA-ის ცნობით, აღლუმს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი დაესწრო, თუმცა სიტყვით არ გამოსულა. დედაქალაქ ფხენიანში კიმ ილ სუნგის მოედანზე უსაფრთხოების ძალების მსვლელობა შუაღამეს დაიწყო.

მმართველი "მუშათა პარტიის“ გაზეთმა Rodong Sinmun-მა, ასევე გამოაქვეყნა ნარინჯისფერ დამცავ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანების ფოტოები, რომლებსაც სახეებზე სამედიცინო ნიღბები უკეთიათ.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეას ოფიციალურად კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია, თუმცა დახურა საზღვრები, გაატარა მკაცრი პრევენციული ზომები და პანდემია ეროვნული გადარჩენის საკითხად აღიარა.

წყარო: reuters.com