ავტორი:

"პარლამენტში სუნი იყო მოსაწევის, ჩვენ არ ვიყავით, მაგრამ მე დამბრალდებოდა...მერე ვახოს ვეუბნებოდი, მოდი, ბარემ ჩვენც მოვწიოთ" - იაგო ხვიჩია

"პარლამენტში სუნი იყო მოსაწევის, ჩვენ არ ვიყავით, მაგრამ მე დამბრალდებოდა...მერე ვახოს ვეუბნებოდი, მოდი, ბარემ ჩვენც მოვწიოთ" - იაგო ხვიჩია

"პარლამენტში ამას წინათ გავიარე და სუნი იყო მოსაწევის", - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას პარლამენტის შენობაში "მოუწევია."

"პარლამენტში, ამას წინათ, გავიარე და სუნი იყო მოსაწევის. ჩვენ არ ვიყავით, მაგრამ მივხვდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მე დამბრალდებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა იქნებოდა და მერე ვახოს ვეუბნებოდი, მოდი, ბარემ ჩვენც მოვწიოთ.

შესაბამისად, მომიწევია პარლამენტის შენობაში. ჩემს გარეშეც ეწეოდა ხალხი, სუნი ვიგრძენი", - ამბობს ხვიჩია.