ავტორი:

"წინასწარი დიაგნოზით, იკვეთება საკვებით ინტოქსიკაცია" - რა ინფორმაციას ავრცელებს წილკნისა და დუშეთის ეპარქია მიტროპოლიტ ზოსიმეს ჯანმრთელობის შესახებ

"წინასწარი დიაგნოზით, იკვეთება საკვებით ინტოქსიკაცია" - რა ინფორმაციას ავრცელებს წილკნისა და დუშეთის ეპარქია მიტროპოლიტ ზოსიმეს ჯანმრთელობის შესახებ

წილკნისა და დუშეთის ეპარქია მიტროპოლიტ ზოსიმეს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ ამჟამად მეუფე თავს უკეთესად გრძნობს, მას უტარდება სათანადო სამედიცინო კვლევები და კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

წინასწარი დიაგნოზით, იკვეთება საკვებით ინტოქსიკაცია. სოციალურ ქსელში ვრცელდება გადაუმოწმებელი ვერსიები. გთხოვთ, თავი შეიკავოთ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

ეპარქიის სახელით, საზოგადოებას მადლობას ვუხდით გამოჩენილი თანადგომისა და ლოცვითი შეწევნისათვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

„ვრცელდება ინფორმაცია წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე.

როგორც ეპარქიიდან გვაცნობეს, მიტროპოლიტი ზოსიმე გუშინ საღამოს შეუძლოდ გახდა, დღეს დილით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამიტომ იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, კერძოდ, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც მას უკვე ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო კვლევა. გამოირიცხა როგორც ინსულტი, ასევე კორონავირუსი.

ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად მიტროპოლიტი ზოსიმე მკურნალობას განაგრძობს საავადმყოფოში და უკეთ გრძნობს თავს.

ღვთის შეწევნით, მიტროპოლიტ ზოსიმეს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებასა და მხნეობას”, - აღნიშნული იყო საპატრიარქოს განცხადებაში.