ავტორი:

დაიბრუნე თანხის 30% „ბიბლუსში“ Visa ბარათით გადახდისას

დაიბრუნე თანხის 30% „ბიბლუსში“ Visa ბარათით გადახდისას

10 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით „ბიბლუსსა“ და Visa-ს მომხმარებლებისთვის შეთავაზება აქვს: „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში 60 და მეტი ლარის შენაძენზე Visa-ს ბარათით გადახდისას, მომხმარებელი 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, სურთ, თავიანთი ერთგული მომხმარებლები გაახალისონ და განსაკუთრებით პატარებს სწავლის მოტივაცია აუმაღლონ.

„ბიბლუსი“ ყოველთვის ანებივრებს თავის მომხმარებლებს და Visa-სთან ერთად გაკეთებული შეთავაზებითაც ვცდილობთ, განსაკუთრებით ჩვენი პატარა მომხმარებლები წავახალისოთ, რომლებიც სასწავლო წელს იწყებენ. ვიმედოვნებთ, რომ ახალი სასკოლო აქსესუარები მათ მოტივაციას აუმაღლებს და სიამოვნებით დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს, - აღნიშნეს „ბიბლუსში“.

შეთავაზება ვრცელდება ნებისმიერი ბანკის Visa ბარათით სარგებლობისას.

R