ავტორი:

ადუღების დროს რძის ვიტამინების ნაწილი ნადგურდება, რა არის გამოსავალი? - წაიკითხეთ ეს სტატია, სანამ რძეს იყიდით

ადუღების დროს რძის ვიტამინების ნაწილი ნადგურდება, რა არის გამოსავალი? - წაიკითხეთ ეს სტატია, სანამ რძეს იყიდით

რძე ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რადგან იგი შეიცავს ვიტამინებს: A, B, E, K, C, D, ფოლიუმის მჟავას და 50-მდე სახეობის მიკრო და მაკროელემენტებს. რძე 90%-მდე წყლისგან შედგება, ხოლო მისი კვებითი ღირებულება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, რომელთა შორის არც თუ ბოლო ადგილი უჭირავს მის გადამუშავებას.

აუდუღებელი რძის სასარგებლო და მავნე თვისებები

რა თქმა უნდა, სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების მაქსიმალური რაოდენობა ახალ რძეში მეტი რაოდენობით მოიპოვება. მნიშვნელოვანია, რომ გადაუმუშავებული პროდუქტი შეიცავს ფერმენტებს, იმუნოგლობულინსა და ლეიკოციტებს, რომლებსაც ახასიათებთ ბაქტერიოციდური თვისებები.

ასე რომ, ასეთი რძე საიმედოდ დაგიცავთ სტრეპტოკოკებისა და სტაფილოკოკის, ნაწლავის ჩხირის, სალმონელასა და სხვა მიკრობებისგან, მაგრამ ეს თვისებები დიდხანს როდი ნარჩუნდება: სულ რაღაც 2 საათამდე 37 გრადუს ტემპერატურაზე შენახვისას და 2 დღე-ღამე, თუ პროდუქტი 0 გრადუსზე ინახება. ნებისმიერ შემთხვევაში ახლადმოწველილი რძე გრილ ადგილას ინახება, რადგან გათბობისას მისი ბაქტერიოციდური თვისებები კლებულობს.....განაგრძეთ კითხვა