ავტორი:

ბრედ პიტის ქვითა და ხით მოპირკეთებული ვილა ლოს-ანჯელესში - იყო დრო მსახიობი პროფესიის შეცვლას და არქიტექტორობას აპირებდა

ბრედ პიტის ქვითა და ხით მოპირკეთებული ვილა ლოს-ანჯელესში - იყო დრო მსახიობი პროფესიის შეცვლას და არქიტექტორობას აპირებდა

რამდენიმე წლის წინ კინემატოგრაფები მოულოდნელმა სიახლემ გააოცა, თითქოს ბრედ პიტი პროფესიის შეცვლას და არქიტექტურით დაკავებას აპირებდა. მადლობა ღმერთს, ეს ნიჭიერი მსახიობი კინოს არ ჩამოშორებია, თუმცა არქიტექტურით რომ არის გატაცებული, ფაქტია და არქიტექტურის გურუსთან, ფრენკ გერისთანაც ძალიან დაახლოვდა.

ამ ფლაგმანით ბრედ პიტი დიდი ხანია გატაცებულია, თუმცა კერპთან დაახლოება და გაცნობა მხოლოდ 2014 წელს მოახერხა. შედეგად, ორი ვარსკვლავი არა მხოლოდ დამეგობრდა, თანაავტორებიც გახდნენ. ერთად პირველად ერთ-ერთ არქიტექტურულ ფორუმზე გამოჩნდნენ, რომელიც ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ბიზნეს რაიონის გადაკეთებას ეძღვნებოდა და არქიტექტურის მეფემ პიტი, როგორც საკუთარი კომპანიონი, ისე წარადგინა. ბრედ პიტს ესაჭიროებოდა არქიტექტორები, რომლებიც იმუშავებდნენ არა მის მაგივრად, არამედ მასთან ერთად. გააგრძელეთ კითხვა და ნახეთ ფოტოები