ავტორი:

"ყველამ ერთად სასწაული მოვახდინეთ, გავიმარჯვეთ" - რას წერენ ექიმები ახალშობილზე, რომელიც დღენაკლული დაიბადა

"ყველამ ერთად სასწაული მოვახდინეთ, გავიმარჯვეთ" - რას წერენ ექიმები ახალშობილზე, რომელიც დღენაკლული დაიბადა

კლინიკა "ბაუ" "ფეისბუქის" გვერდზე სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ დღენაკლული გოგონა, რომელიც დაბადებისას 550 გრამს იწონიდა, ახლა თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან გაწერეს.

"ჩვენი ნეონატოლოგების კიდევ ერთი გამარჯვება და კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე.

გოგონა, რომელიც დაბადებისას სულ 550 გრამს იწონიდა, დღეს გაეწერა ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებიდან. ლივია ღრმად დღენაკლი 25-ე კვირაზე დაიბადა.შემდეგ იყო ძალიან რთული გზა ბევრი პრობლემით, უძილო ღამეებითა და პატარ-პატარა გამარჯვებებით, განცდებითა და ემოციებით.

დედა, რომელიც ერთი წამითაც არ დაეჭვებულა, რომ პაწაწუნა ლივია ექიმებთან ერთად აუცილებლად დაძლევდა ამ ყველაფერს და ყველას თავად აიმედებდა.

სამი თვის შემდეგ, ყველამ ერთად სასწაული მოვახდინეთ, გავიმარჯვეთ და ლივია უკვე თავის მშობლებთან და უფროს და-ძმებთანაა დღეს ჩვენი საყვარელი გოგონა ყველა იმ ადამიანმა გააცილა, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა მის გადარჩენაში", - ნათქვამია კლინიკის "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.