ავტორი:

"სამეგრელოში ქალები ისევ შარვლით ბანაობენ მდინარეში... ახალქალაქის აუზზე კაცებისა და ქალებისათვის სხვადასხვა დროა განსაზღვრული" - ბაია პატარაია

"სამეგრელოში ქალები ისევ შარვლით ბანაობენ მდინარეში... ახალქალაქის აუზზე კაცებისა და ქალებისათვის სხვადასხვა დროა განსაზღვრული" - ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში, პარლამენტში კვოტირებასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის კრიტიკულ დამოკიდებულებას ეხმიანება და ამ კონტექსტში კრიტიკოსებს შეახსნებს, რომ სამეგრელოში ქალები მდინარეში ჯერ კიდევ შარვლით ბანაობენ.

"სამეგრელოში ქალები ისევ შარვლით ბანაობენ მდინარეში, ხოლო ახალქალაქის აუზზე კაცებისა და ქალებისათვის სხვადასხვა დროა განსაზღვრული. მერე გამოდგება ვინმე ჩემი თბილისელი სვეცკი ბაბლელი ფრენდი და ჭკუის სწავლებას დამიწყებს, რომ ქალებს ამ ქვეყანაში სექსუალური თავისუფლება აქვთ და თავის ცხოვრებას უპრობლემოდ განაგებენ.

საკუთარი ცხვირის იქეთაც გაიხედეთ, როდესაც ქალებზე საუბრობთ, კვოტებით შეურაცხყოფილო მეგობრებო", - წერს ბაია პატარაია.