ავტორი:

„კარფური უკვე ჰუალინგშია“ - ფრანგული ბრენდის 52 - ე ფილიალი საქართველოში

„კარფური უკვე ჰუალინგშია“ - ფრანგული ბრენდის 52 - ე ფილიალი საქართველოში

ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური“ განაგრძობს გაფართოებას და ამჯერად თავის ერთგულ მომხმარებელს კიდევ ერთ ახალ ფილიალს, „ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზას“ სავაჭრო კომპლექსში სთავაზობს, სადაც „კარფურის“ მოყვარულებს კომპანიის 9 წლის იუბილესთან დაკავშირებით უსასრულო ქულები, საჩუქრები და აქციები დახვდებათ.

რაც მთავარია, მაღალი ხარისხის პროდუქციის გარდა, კარფური ინარჩუნებს ლიდერობას ხელმისაწვდომი ფასების მიმართულებითაც.

,,კმაყოფილი ვარ კარფურის ოპერირებით საქართველოში და მიხარია კომპანია ასე სწრაფად რომ იზრდება. ჩვენთან ერთად უამრავი ადგილობრივი მწარმოებელი და მომწოდებელიც ვიტარდება. ამგვარი თანამშრომლობის მეშვეობით, ჩვენ პირდაპირ და არაპირდაპირ სამუშაო ადგილებს ვქმნით ადგილობრივი მოქალაქეებისთვის..“- აცხადებს ჟერომ აკელი კარფურის გენერალური დირექტორი.

კარფურის ახალი მარკეტი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. მათ შორისაა სურსათის და ჯანსაღი კვების, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, კარფურის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და მრავალი სხვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში კარფურს წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

2012-ში ქართულ ბაზარზე შემოსვლა კარფურისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში კარგი განვითარების პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის საქართველოში კარფური 52 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით არის წარდგენილი.

კარფურის ახალი ფილიალი, „ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზას“ სავაჭრო კომპლექსში მდებარეობს და მომხმარებლებს ყოველდღე, დილის 9:00 დან ღამის 22:00 - საათამდე მოემსახურება.

R