დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 20 წლის, სპორტსმენი ბიჭი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის კლინიკაში კოვიდსასტუმროდან რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.
ახალგაზრდა სპორტსმენი რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 12 დღის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.