ავტორი:

"ჯერ ვერ შევედი "ქართულ ოცნებასთან" ისეთ ურთიერთობაში, რომ ჩემთან ერთად მოწიონ, ალბათ ეშინიათ რომ წამოვაძახებ" - იაგო ხვიჩია

"ჯერ ვერ შევედი "ქართულ ოცნებასთან" ისეთ ურთიერთობაში, რომ ჩემთან ერთად მოწიონ, ალბათ ეშინიათ რომ წამოვაძახებ" - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარლამენტის არაერთ წევრთან ერთად მოუწევია მარიხუანა.

"ღამის კურიერის" კითხვაზე, მოუწევია, თუ არა მარიხუანა მმართველი გუნდის წევრებთან ერთად, ხვიჩია პასუხობს, რომ ჯერ "ქართულ ოცნებასთან" ასე დაახლოებული არ არის.

"ხალხი, რომელიც იძახის, არასდროს მომიწევიაო, ასეთი ხალხი პარლამენტში ფიზიკურად არ შემხვედრია, უბრალოდ, ახლა ვეწევიო ყველას უტყდება თქმა.

ადრეც მკითხეს, მაგრამ ჯერ ვერ შევედი "ქართულ ოცნებასთან" ისეთ ურთიერთობაში, რომ ჩემთან ერთად... ალბათ, ეშინიათ, რომ მე მერე წამოვაძახებ, მაგრამ მე ასე არ ვიქცევი,"- აცხადებს ხვიჩია.