საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას დღეს საჩუქრად ჩინეთის წითელი ჯვრისგან მიიღებს. როგორც წითელი ჯვრის საზოგადოებაში აცხადებენ, მიღებულ ვაქცინებს საჩუქრად ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემენ.
"მოხარული ვარ, რომ ჩინეთის წითელ ჯვართან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად სასიხარულო ამბავი შემიძლია გაგიზიაროთ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს გადავცემთ. გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში და „სინოფარმის“ ვაქცინის მოლოდინში მყოფი ადამიანებისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გავხადეთ,“ - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ.