ავტორი:

დავით ბაგრატიონისა და ირინა ბეგაშვილის ევროპული ვოიაჟი - ვის შეხვდნენ და რა ფოტოებს აქვეყნებენ სამეფო ოჯახის წევრები წვეულებებიდან

დავით ბაგრატიონისა და ირინა ბეგაშვილის ევროპული ვოიაჟი - ვის შეხვდნენ და რა ფოტოებს აქვეყნებენ სამეფო ოჯახის წევრები წვეულებებიდან

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ირინა ბეგაშვილი ევროპაში მოგზაურობენ და სხვადასხვა ღონისძიებებს ესწრებიან. საქართველოს სამეფო კარის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ 10 სექტემბერს წყვილი მიტროპოლიტი იოანიკიეს ინტრონიზაცასთან დაკავშირებით გამორჩეული სტუმრებისათვის გამართულ სადღესასწაულო სადილი დაესწრნენ. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ უწმიდესი მთავარესპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრადისა და კარლოვაცისა და პატრიარქი სრულიად სერბეთისა პორფირე,სერბეთის სამეფო ოჯახი და სხვა საპატიო სტუმრები.

დავითი და ირინა ცოტა ხნის წინ სერბეთის პატრიარქის საზეიმო დახვედრას დაესწრნენ. სადღესასწაული სადილი მონტენეგროში ცნობილ “პლანტაჟეს” ღვინის ქარხანაში გაიმართა.

"ბატონიშვილის ამ ისტორიულ მოვლენაზე დასწრება არაერთმა ცნობილმა ტელეარხმა გააშუქა..." - ვკითხულობთ სამეფო კარის გვერდზე, სადაც დავით ბაგრატიონ მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ბატონიშვილი დავითად მოიხსენიებენ. მის მეუღლეს კი პრინცესა ირინად.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მეორე მეუღლე ირინა ბეგაშვილი საზოგადოებას 2021 წლის იანვარში ახალი წლის მისალოცად გამოქვეყნებული ფოტოთი გააცნო. რეალურად კი წყვილის ისტორია წლებს ითვლის. ირინა ბეგაშვილმა და დავითმა ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს. მაშინ დავითი ჯერ კიდევ არ იყო ანა ბაგრატიონზე დაქორწინებული, შორენა ბეგაშვილთან კი დაშორებული გახლდათ.

დავითისა და ირინას ისტორია დიდხანს გაგრძელდა და წყვილი სწორედ მაშინ დაშორდა ერთმანეთს, როდესაც პრინცმა ანა ბაგრატიონზე იქორწინა.ოჯახის ახლობელი გვიყვება, რომ ანასთან განქორწინებიდან ძალიან მალე ირინამ და დავითმა ურთიერთობა აღადგინეს და უკვე წლებია რაც მცხეთაში დავითის აგარაკზე ცხოვრობენ. ირინა ბეგაშვილი წლების მანძილზე ერთ-ერთ ბანკში პირად ბანკირად მუშაობდა. როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება, ირინამ თავის დროზე დავითთან განშორება ძალიან მძიმედ გადაიტანა.

ქართული სამეფო სახლის წარმომადგენელი საზოგადოებაში ცნობილი სკანდალური ცხოვრებით გახდა. ანა ბაგრატიონზე დაქორწინებისა და განშორების შემდეგ, მალე ცნობილი გახდა, რომ ქართველი პრინცი მოდელ და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილზეც იყო შეყვარებული და როგორც ტელეწამყვანმა არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, დავითი მას სასტიკად ექცეოდა და სწორედ ანას გამო მიატოვა.ანას და დავითს საერთო შვილი გიორგი ბაგრატიონი ჰყავთ, რომელიც მამასთან ერთად ხშირად ჩნდება და საქართველოს სამეფო კარი მას მომავალ მეფედ მოიხსენიებს.