ავტორი:

"შიშით ფეხები მიკანკალებს" - კახა კალაძე კითხვაზე, ეშინია თუ არა ოპონენტებთან დებატების

"შიშით ფეხები მიკანკალებს" - კახა კალაძე კითხვაზე, ეშინია თუ არა ოპონენტებთან დებატების

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერობის სხვა კანდიდატებთან ოთხი ტელევიზიის მიერ შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ ოპონენტების შეფასებით, კალაძეს მათთან დებატების ეშინია, კალაძემ განაცხადა: “შიშით ფეხები მიკანკალებს”.

კახა კალაძის თქმით, მისთვის გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას კანდიდატურა სხვა კანდიდატებისგან არ განსხვავდება.

“მზად ვარ დებატებისთვის, თვარმეტივე თუ თექვსმეტივე დადგეს, ნეიტრალურ ტელევიზიაში “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ იყვნენ წარმოდგენილები. ესენი არავისგან განსხვავდებიან, არც რიჩარდისგან, არც რეიტინგებით, არაფრით განახვავდებიან, არც თავინთი წარსულით, არც აწმყოთი ან მომავლით“,- განაცხადა კალაძემ.