ავტორი:

თურქეთში ახალი კოვიდ-რეგულაციები ასობით ადამიანმა გააპროტესტა - რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მოქალაქეებისთვის

თურქეთში ახალი კოვიდ-რეგულაციები ასობით ადამიანმა გააპროტესტა - რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მოქალაქეებისთვის

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ახალი კოვიდ-რეგულაციები ასობით ადამიანმა გააპროტესტა. ახლად დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, თურქეთში ავტობუსებში, მატარებლებსა და საქალაქთაშორისო ავიარეისებზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ან კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო გახდა.

რეგულაციები ასევე ვრცელდება თეატრებზე, კინოთეატრებსა და სხვა მასშტაბურ ღონისძიებებზე.

აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ახალ რეგულაციები ადამიანების თავისუფლებას ზღუდავს და მათ არჩევანს არ უტოვებს.

Ruters-ის მიხედვით, ამჟამად თურქეთში მოსახლეობის 64% ვაქცინების 2 დოზით არის აცრილი.