ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა - "ნიუ იორკში, ყველა ქუჩის კუთხეში აკეთებენ სრულიად უფასოდ"

მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა - "ნიუ იორკში, ყველა ქუჩის კუთხეში აკეთებენ სრულიად უფასოდ"

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ სააკაშვილი "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე წერს და ვაქცინაციის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

"რამდენიმე თვის წინ, პირველად ავიცერი კოვიდზე და ახლა, ექიმის რჩევით დამატებითი ვაქცინაც გავიკეთე, პირველადი ვაქცინის ეფექტის გასამყარებლად.

ნიუ იორკში, ყველა ქუჩის კუთხეში აკეთებენ სრულიად უფასოდ, ყოველგვარი რიგის გარეშე" - წერს სააკაშვილი.

ყოფილ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ვაქცინით აიცრა.