ავტორი:

"ნარკოტესტთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩემთვის უცვლელი პრიორიტეტია" - კახა კალაძე

"ნარკოტესტთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩემთვის უცვლელი პრიორიტეტია" - კახა კალაძე

"ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ "ფეისბუქ ლაივის" საშუალებით გამართული ვიდეოჩართვისას ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით მოქალაქის კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ამ თემაზე კომანტარის გაკეთება დაასრულა.

"მე ამ თემასთან დაკავშირებით დავასრულე ყველანაირი კომენტარის გაკეთება, არ შევდივარ დეტალებში. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

მარტივია, ნახოთ ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ, იქნება ეს პარკები თუ სკვერები, მულტიფუნქციური ცენტრები, ყველგან მაქსიმალურად გათვალისწინებულია შესაბამისი სივრცეები, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნებათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ივარჯიშონ. რეაბილიტირებული სკვერები, პარკები სავსეა ადამიანებით, ე.წ. ტრენაჟორებს ყველა თაობის ადამიანის იყენებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.