რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც კაზაჩინსკოს დასახლებისკენ მიფრინავდა, დასახლებიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით ოთხ კილომეტში ავარიულად დაეშვა.
როგორც სააგენტო TASS-ი წერს ბორტზე 16 ადამიანი იმყოფებოდა - 14 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი, რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, რომ მომხდარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და მათ შორის, ერთი პილოტია. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებზე და ამასთან, ვარაუდობენ, რომ მსხვეპლი შესაძლოა, გაიზარდოს.
წინასწარი მონაცემებით L-410 თვითმფრინავს, რომელიც ირკუტსკიდან კაზაჩინსკოს მიმართულების მიფრინავდა, ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც, ავარიულად დაეშვა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო ბრიგადები.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა.