ავტორი:

ბათუმში, დელფინარიუმის ტერიტორიაზე ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია

ბათუმში, დელფინარიუმის ტერიტორიაზე ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია

ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია. როგორც "ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაჭრილი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო დაჭრილი პირი ქალია.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და ფაქტს სწავლობენ.