ავტორი:

ვინც ჯერ არ იცის, რომ დედაქალაქში „თბილისი პავილიონი“ - ავეჯის ყველაზე დიდი მოლი არსებობს, მაშინ ამ ინფორმაციას აუცილებლად უნდა გაეცნოს

ვინც ჯერ არ იცის, რომ დედაქალაქში „თბილისი პავილიონი“ - ავეჯის ყველაზე დიდი მოლი არსებობს, მაშინ ამ ინფორმაციას აუცილებლად უნდა გაეცნოს

„თბილისი პავილიონი“ არის სივრცე, სადაც უამრავი ბრენდის შოურუმია ერთად თავმოყრილი.

ავეჯის ამ ყველაზე დიდ მოლში მსურველი ამერიკული და ევროპული ბრენდებიდან დაწყებული, ნებისმიერი ხარისხის და ასორტიმენტის პროდუქტს შეხვდება.

მნიშვნელოვანია, რომ პავილიონში შესაძლებელია, როგორც მზა ავეჯის შეძენა, რომელიც სხვადასხვა ბრენდის შოურუმშია განაწილებული, ასევე რიგ მაღაზიებშია შესაძლებელი ავეჯის საკუთარ სურვილის მიხედვით შეკვეთაც.

პავილიონის სივრცეშია განთავსებული სხვადასხვა რბილი ავეჯის შოურუმი, არის სამზარეულოს ფართო არჩევანი, საძინებლის ავეჯი, ლეიბები, ავეჯი მისაღები ოთახისთვის, ტვ კედლის არაერთ საინტერესო დიაზაინი.

მნიშვნელოვანია, რომ სივრცეში ადგილობრივ ნაწარმთან ერთად, ავსტრიული, გერმანული, იტალიური მასალით დამზადებული უმაღლესი ხარისხის პროდუქტია განთავსებული.

ხოლო მათ, ვისაც სახლის ან ეზოს გახალისება აქვთ გადაწყვეტილი და ავეჯთან ერთად, სახლის აქსესუარების ან ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება, აღნიშნული სივრცე საინტერესო პროდუქტს სთავაზობს - აქსესუარების, ხელნაკეთი ნივთების და ეზოს ავეჯის ფართო არჩევანი მნახველს გააოცებს.

„თბილისი პავლიონში“ მისულებს ემსახურება უფასო და ძალიან კომფორული პარკინგი.

გირჩევთ, „თბილისი პავილიონს“ აუცილებლად ეწვიოთ.

პავილიონის მისამართია დავით აღმაშენებლის ხეივანი N 68.

R