ავტორი:

ჩხუბი ყველაზე მშვიდობიან ცერემონიაზე: კონორ მაკგრეგორმა ცნობილ რეპერს ჯერ სასმელი შეასხა და შემდეგ კი მისი ცემა სცადა (ვიდეო)

ჩხუბი ყველაზე მშვიდობიან ცერემონიაზე: კონორ მაკგრეგორმა ცნობილ რეპერს ჯერ სასმელი შეასხა და შემდეგ კი მისი ცემა სცადა (ვიდეო)

მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება, VMA გაიმართა. წითელ ხალიჩაზე კი ვარსკვლავების სამოსზე მეტად ყურადღება პოპულარულმა სპორტსმენმა, კონორ მაკგრეგორმა მიიპყრო.

მაკგრეგორი მტრულად იყო განწყობილი რეპერ Machine Gun Kelly-ის მიმართ. კონორმა რეპერს სასმელი შეასხა და რომ არა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, მის ცემასაც აპირებდა.

აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ VMA-ის მნიშვნელობაც კი გადაფარა.

როგორც მედიაში წერენ, კონორ მაკგრეგორს თავდაპირველად რეპერთან ფოტოს გადაღება სურდა, სთხოვა, რომ სურათი გადაეღოთ, თუმცა რეპერმა უარი უთხრა, რამაც სპორტსმენი გააღიზიანა.

ნახეთ ვიდეო:

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Conor McGregor throws a drink at MGK on the red carpet (via ig:laurademytrk) <a href="https://t.co/H0naCNbMta">pic.twitter.com/H0naCNbMta</a></p>&mdash; Barstool Sports (@barstoolsports) <a href="https://twitter.com/barstoolsports/status/1437246544588288011?ref_src=twsrc%5Etfw">September 13, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>