ავტორი:

"მახსოვს მიხეილ სააკაშვილის აშენებული საქართველო" - თაკო ჩარკვიანი

"მახსოვს მიხეილ სააკაშვილის აშენებული საქართველო" - თაკო ჩარკვიანი

დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად საერთო სახალხო მოძრაობა დააფუძნა. მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ქვეყანაში მშვიდობიანად უნდა ჩამოვიდეს. ჩარკვიანის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობაც.

თაკო ჩარკვიანი ფიქრობს, რომ სააკაშვილი დაბრუნდება, მისი თქმით, მის ინციატივას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ამ მოძრაობის ირგვლივ ერთიანდებიან. რატომ გადაწყვიტა ამ ინიციატივით გამოსვლა, იყო თუ არა მისი იდეა შეთანხმებული ექსპრეზიდენტთან ამ და სხვა საკითხებზე დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა kvirispalitra.ge-სთან ისაუბრა:

- ემიგრანტებთან მაქვს ურთიერთობა და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, სხვებიც მესაუბრებიან. მათგან მოდიოდა ეს სურვილი და ინიციატივა. რატომ მაინცდამაინც თაკო ჩარკვიანი, ამას ჰქონდა მიზეზი, გარკვეული სანდოობაა იმ თამარ ჩარკვიანის მიმართ, რომელიც ოპოზიციაშია სამართლებრივი სისტემის გამო. პრეზიდენტად მოდისო ამბობენ, ამაზე არ გვილაპარაკია, აქ საუბარია პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე. ბევრი რამ სხვა თვალით დავინახე 2018 წელს, როდესაც პირველად წარვადგინე გრიგოლ ვაშაძე 5 ნომრით პრეზიდენტობის კანდიდატად. ჩემს ცხოვრებაში არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, არც "ნაცმოძრაობის" წევრი ვყოფილვარ, როცა სიაში ჩაწერა შემომთავაზეს. მე ჩემი პარტია შევქმენი "კანონი და სამართალი" და არასოდეს გადავუხვევ წესს და რიგს. ჩემი სურვილია რეფორმირებული სამართლებრივი საქართველო იყოს, მეტი ინტერესი პოლიტიკაში შემოსვლის არ მაქვს.

მეუბნებიან ხოლმე, დაგავიწყდა რაღაცეებიო, არაფერი დამვიწყებია და არც მავიწყდება არასოდეს, არც ცუდი და არც კარგი. მახსოვს არარეფორმირებული სამართლებრივი სისტემა და მახსოვს მიხეილ სააკაშვილის აშენებული საქართველო. ვერც ოპონენტები უძლებენ, როცა ამ თემაზე ვიწყებ საუბარს და შემიძლია დავასახელო ციფრი, ბიუჯეტი როგორ გაზარდა, ქალაქები ააშენა. სასაცილოა ლაპარაკი ახლა ამ გადმოსახედიდან ამაზე. დღეს ვხედავთ ვერ მართეს კოვიდი მენეჯმენტის არარსებობის გამო, კორუფციაშია ჩაფლული მთელი ქვეყანა. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავი არ არის. ღარიბაშვილი ამბობს, ჩვენ არ გვყავს უფროსებიო. ჩვენი მეგობარია დასავლეთი და გეუბნება, შენს სასამართლოში კლანიაო, შარლ მიშელის დოკუმენტი უგულებელყვეს "ქართულ ოცნებაში" იმიტომ, რომ არ იყოს სამართლიანი სასამართლო. რა ჯოჯოხეთიც იყო, მაშინ როცა ვიცავდი სანდრო გირგვლიანს, ისეთი ჯოჯოხეთია დღესაც. მე ვამბობ, პრეზიდენტი, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს აღმშენებლობაში, მივცეთ საშუალება შემოვიდეს საქართველოში და დავახვედროთ კოალიციური მთავრობა. მოდის კოალიციური მთავრობა და ვემხრობი. წარდგენის დროს მხარი დავუჭერე ამას და თბილისში არ წარვადგინე ჩემი კანდიდატები. ბრძოლა ასე ვიცი, თუ მოგება გინდა, საქმისთვის ასეა საჭირო და ასე უნდა იმოქმედო. ვფიქრობ ძალიან სწორი პოლიტიკით წავედით, რომ მოხდეს მართლმსაჯულების რეფორმა, პროკურატურის რეფორმა. პროკურატურა არის ის უწყება, რომელსაც დამუშავებული მასალები მიაქვს სასამართლომდე. გააგრძელეთ კითხვა