ავტორი:

"როგორც ჩანს, კალაძეს დისკომფორტი აქვს სხვა ტელევიზიებში სიარულის, ამიტომ მინდა შევთავაზო დებატები  "იმედის" "ტელეკანალზე" - გიორგი გახარია

"როგორც ჩანს, კალაძეს დისკომფორტი აქვს სხვა ტელევიზიებში სიარულის, ამიტომ მინდა შევთავაზო დებატები  "იმედის" "ტელეკანალზე" - გიორგი გახარია

"მივმართავ კახი კალაძეს, ნიკა მელიას მოდით თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები პირისპირ ერთი ერთზე" - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა.

"მივმართავ კახი კალაძეს, ნიკა მელიას მოდით თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები პირისპირ ერთი ერთზე იმისთვის რომ მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა, მიიღონ სწორი არჩევანი.

როგორც ჩანს კახი კალაძეს დისკომფორტი აქვს სხვა ტელევიზიებში სიარულის ამიტომ, მინდა შევთავაზო თბილისის დღევანდელ მერს, დებატები პირისპირ "იმედის" ტელეკანალზე, პარტიულ ტელევიზიაში და იმედი მაქვს, რომ ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს,

ისევე როგორც ნიკანორ მელიას, მინდა შევთავაზო ასევე პარტიულ ტელევზიიაში, "ნაციონალური მოძრაობის" "მთავარ არხზე" ერთი-ერთზე პირისპირ მოვაწყოთ დებატები", - ამბობს გახარია.