ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილი არის ქართული პოლიტიკის დემნა გვასალია" - ზურაბ გურული

"ბიძინა ივანიშვილი არის ქართული პოლიტიკის დემნა გვასალია" - ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და "ფეისბუქის" პირად გვერდზე სახალისო პოსტს აქვეყნებს.

"გათენდა ამერიკაში.

სანამ ყავა იხარშებოდა, ქართულ "ფეისბუქს" გადავხედე. ნიგერიელი მერობის კანდიდატს უგანდელი დამკვირვებელი დააკვირდებაო. ბელორუსიის "კგბ" ცესკოში ხმის დათვლებს გადაამოწმებსო.

ვიღაც დაფანჩული ეპისკოპოსი ლუგარის შესახებ "ფსბ"- ს ინფორმაციას აწვდიდაო; პრინციპში ზოგიერთი ექიმი ბაქტერიას და ვირუსს ვერ არჩევს ერთმანეთისგან და რა გასაკვირია, რომ მღვდლები ჩაერთნენ მიკრობიოლოგიურ დაზვერვაში.

მერე საწყალი ჯასტინა ბიბერის ფოტოს წავაწყდი, სამადლოდ შეკედლებული სოფლელი ნათესავივით რომ ჰყავდა გამოწყობილი "ბალენსიაგას" და უცებ მივხვდი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქართული პოლიტიკის დემნა გვასალია", - წერს ზურაბ გურული.