თბილისში, წერეთლის გამზირზე, ცივი იარაღით, სამი არასრულწლოვანი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, უთანხმოების მიზეზი მოზარდებს შორის მუსიკალური გემოვნება გახდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.