არა მხოლოდ „იმედზე“ ვიხილეთ თავდასხმა, ასევე სამხარაულის ეროვნულ ბიუროზე, რომელიც აქამდე არ მოფიქრებიათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსაც კი. სამხარაულის ბიუროზე თავდასხმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ დაეჭირა თავის გამართლების პოზიცია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, მის წინააღმდეგ მზადდებოდა პროვოკაცია ნარკოტესტთან დაკავშირებით.
როგორც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, გახარიას განცხადება ნარკოტესტზე უცხოეთში გამგზავრების შესახებ, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ექსპრემიერ-მინისტრი თავის მართლების რეჟიმში არ აღმოჩენილიყო.
„ჩვენ დღეს არა რაიმე მოწოდება, არამედ ვნახეთ თავდასხმა „იმედზე, რომელსაც ეს ადამიანი „ტელეკანალს“ უწოდებს მაშინ, როდესაც „პირველი კანალის“ მთავარი რესპოდენტია და ძალიან უხერხულია, როგორც მინიმუმ, როდესაც „იმედი“ მას პირადად იცავდა ამორალური კამპანიისგან და ეს ამორალური კამპანია მომდინარეობდა სწორედ იმ „ტვ პირველისგან,“ „პირველი კანალისგან,“ რომელიც ამ ამორალური კამპანიის სათავეში იდგა და დღეს უკვე პირიქით ატრიალებს ამ ყველაფერს. ლაპარაკობს იმ არხის საწინააღმდეგოდ, რომელმაც მისი სიმართლე, თუ რაღაც ნაწილში მდგომარეობდა თავის დროზე, მყარად დაიცვა, ის დაიცვა ამორლაური კამპანიისგან. ჩვენ არა მხოლოდ თავდასხმა ვიხილეთ „იმედზე,“ ასევე სამხარაულის ეროვნულ ბიუროზე, რომელიც აქამდე არ მოფიქრებია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსაც კი. სამხარაულის ბიუროზე თავდასხმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ დაეჭირა თავის გამართლების პოზიცია. საერთოდ არავინ ფიქრობდა „კოკაინზე“ და არც მსგავს საკითხებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე დაწყებული კამპანია გადაიქცა ვიღაცების თავის მართლების კამპანიად, უცხოეთში აპირებენ „ბანკებით“ სირბილს, როგორც ის ამბობს. საქართველოში თურმე უხერხულია და უცხოეთში კარგია „ბანკებით“ სირბილი, როდესაც ყველაზე ობიექტური ეროვნული ბიურო, ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი არასდროს გამხდარა თავდასხმის ობიექტი, გახდა მხოლოდ მისი მხრიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.