პარტია საქართველოსთვის“ თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მასთან შეხვედრის დროს მოწყენილი იყო.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომლის თანახმადაც „კახას ერთი გაღიმება საკმარისი იყო, რომ გახარიას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა,“ გახარიამ ჭორაობა უწოდა.
„(კალაძე) მოწყენილი იყო. ორწუთიანი საუბარი იყო. ჩვენ ამაზე, რომ ვსაუბრობთ, ეს არის მათი მიზანი, მთავარი და შინაარსობრივი გაგვექცეს. ამ ჭორაობას ავყვეთ, რომ ვიღაცამ ვიღაცას გაუღიმა. კიდევ ერთი ტყუილების კასკადი მოჰყვა.
ახლა რა მოხდა და აღარ ავხსნი ამას საერთოდ: ორმა ადამიანმა ისაუბრა და მესამე პირები ამაზე ჭორაობენ, ვინც ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ. მესამე პირები ამაზე ჭორაობენ და ის ადამიანები, ვინც ამას ესწრებოდნენ, არაფერ განმარტებას არ აკეთებენ. გასაგებია ჩემთვის ყველაფერი. აქ წერტილი უნდა დავსვათ და წავიდეთ, ვიცხოვროთ, არჩევნები ჩავატაროთ. ეს ხომ პროცესია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.